Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა და რუსეთმა დღეს განაცხადეს


ევროკავშირმა და რუსეთმა დღეს განაცხადეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

ევროკავშირმა და რუსეთმა დღეს განაცხადეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ
ახალი შეთანხმების ირგვლივ მოლაპარაკებას იწყებენ. რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის, და ევროკავშირის ლიდერების თქმით, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 4 ივლისს ბრიუსელში გაიმართება. ეს განცხადება ციმბირის ქალაქ ხანტი-მანსიისკში ჩატარებულ ერთობლივ სამიტზე გაკეთდა. ახალი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი, პირველად მასპინძლობდა ასეთ სამიტს.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას, მედვედევმა შეშფოთება გამოთქვა იმ ტენდენციის გამო, რომ ევროკავშირს მისი ზოგიერთი წევრი ქვეყანა რუსეთთან არსებული უთანხმოების გადაჭრისთვის იყენებს: [მედვედევის ხმა]: ”ჩვენი აზრით, ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა ის, რომ ევროპული სოლიდარობა ევროკავშირის ცალკეული წევრი ქვეყნების ორმხრივი პრობლემების გადაჭრის ინსტრუმენტად იქცა.”
სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყება 18 თვის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, ევროკავშირის აღმოსავლელ წევრ ქვეყნებს და მოსკოვს შორის ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში არსებული უთანხმოებების გამო.
XS
SM
MD
LG