Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხელი მოაწერა კანონს,

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხელი მოაწერა კანონს,
რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, ნელსონ მანდელას იღებს არასასურველ პირთა სიიდან. ნობელის პრემიის ლაურეატი მანდელა, რომელიც აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, ამ სიაში იქნა შეყვანილი აფრიკის ნაციონალური კონგრესის თავმჯდომარეობის დროს. ცივი ომის პერიოდში შეერთებული შტატები ამ ორგანიზაციას ტერორისტულ ორგანიზაციათა რიგს მიაკუთვნებდა. უკანასკნელ პერიოდამდე მანდელას მხოლოდ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ გაცემული საგანგებო ნებართვით შეეძლო ამერიკაში შესვლა.
XS
SM
MD
LG