Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მანუჩერ


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მანუჩერ მოტაკის თქმით,

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მანუჩერ მოტაკის თქმით,
არც შეერთებული შტატები და არც ისრაელი არ გარისკავენ, მისი სიტყვებით, ირანზე თავდასხმის "სიგიჟეს". ასოშიეიტედ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მოტაკიმ თქვა, რომ ასეთი თავდასხმა ძნელად წარმოსადგენია შეერთებული შტატებისგან, რომელიც ავღანეთსა და ერაყშია ჩაფლული. მისი კომენტარი მოჰყვა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის განცხადებას, რომ ყველა ზომას განიხილავს ირანის დასარწმუნებლად, რომ შეწყვიტოს ურანის გამდიდრების პროგრამა. ვაშინგტონი ფიქრობს, რომ ეს პროგრამა შესაძლოა ბირთვული იარაღის შესაქმნელად იქნეს გამოყენებული. ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამშვიდობო მიზნებს ისახავს.
XS
SM
MD
LG