Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში ინდოეთის საელჩოსთან მოწყობილი აფეთქების


ქაბულში ინდოეთის საელჩოსთან მოწყობილი აფეთქების შედეგად, დაღუპულია, სულ ცოტა, 40 ადამიანი.

ქაბულში ინდოეთის საელჩოსთან მოწყობილი აფეთქების შედეგად, დაღუპულია, სულ ცოტა, 40 ადამიანი.
დაიჭრა კიდევ ათობით კაცი. ეს მონაცემები ავღანეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს. აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო. მსხვერპლის უმრავლესობას შეადგენენ სამოქალაქო პირები, რომლებიც საელჩოში ვიზის ასაღებად იყვნენ მისული. დაღუპულებს შორის არის ოთხი ინდოელიც, მათ შორის სამხედრო ატაშე. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ საგანგებო განცხადებით დაგმო აფეთქება, რომელიც, მისი შეფასებით, ავღანეთ-ინდოეთის "მზარდი მეგობრობის მტრებმა" მოაწყეს. იუწყებიან ასევე, რომ თალიბანის პრეს-მდივანმა უარყო მოძრაობის ყოველგვარი კავშირი დღევანდელ თავდასხმასთან.
XS
SM
MD
LG