Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი საპასუხო


რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი საპასუხო ზომებს შეიმუშავებს

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი საპასუხო ზომებს შეიმუშავებს
მას შემდეგ, რაც აშშ-მა გააფორმა შეთანხმება ჩეხეთში ანტისარაკეტო რადარის განთავსების შესახებ. დმიტრი მედვედევის განცხადებით: [მედვედევის ხმა] "ჩვენ ეს არ გვაწყობს. ამის შესახებ პირდაპირ ვუთხარი ჩემს კოლეგებს. ამ მიზეზით, რასაკვირველია, რაღაც ისტერიკას არ ავტეხთ, მაგრამ ვიფიქრებთ საპასუხო ზომებზე”. რუსეთი დამაჯერებლად არ მიიჩნევს აშშ-ის არგუმენტს, რომ ანტისარაკეტო ფარი გამიზნულია მტრულად განწყობილი ქვეყნების, მათ შორის ირანისაგან პოტენციური საფრთხის მოსაგერიებლდ. მოსკოვი ამ ანტისარაკეტო ფარს საკუთარი უსაფრთხოებისთვის მუქარად აღიქვამს.
XS
SM
MD
LG