Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ორ აფეთქებას სულ ცოტა


ერაყში ორ აფეთქებას სულ ცოტა 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვრეპლა,

ერაყში ორ აფეთქებას სულ ცოტა 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვრეპლა,
ათობით დაიჭრა. პოლიციისა და ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობის ცნობით, თვითმკვლელებმა თავი აიფეთქეს ახალწვეულების ჯგუფში, რომლებიც ერაყის არმიაში სამსახუროდ იყვნენ შეგროვილი. აფეთქებები თითქმის ერთდროულად მოხდა პროვინცია დიალაში, სამხედრო ბაზაზე, ქალაქ ბაყუბის გარეუბანში. როგორც იტყობინებიან, ერთ-ერთ თვითმკვლელს სამხედრო ფორმა ეცვა. ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ეს პროვინცია სუნითი მებრძოლების დასაყრდენია.

XS
SM
MD
LG