Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ბარაკ


შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ბარაკ ობამამ ავღანეთში მდგომარეობას

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ბარაკ ობამამ ავღანეთში მდგომარეობას
სახიფათო უწოდა და თქვა, რომ დაუყოვნებლივ საჭიროა ვითარების გაუმჯობესება. დღეს ქაბულში ამერიკის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ობამამ განაცხადა, რომ ავღანეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს. ქაბულში ობამა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის შეხვდა. მანამდე მან გააკრიტიკა ავღანეთის ხელისუფლება და არასაკმარისი უწოდა მის ძალისხმევას ქვეყნის აღდგენის საქმეში. შაბათს ობამა ქაბულში და პაკისტანის საზღვართან განლაგებულ ამერიკელ სამხედროებს შეხვდა.
XS
SM
MD
LG