Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერი, რადოვან


ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერი, რადოვან კარაჯიჩი, პირველად წარსდგა

ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერი, რადოვან კარაჯიჩი, პირველად წარსდგა
ჰააგის სასამართლოს წინაშე. ”მე საიდუმლო მრჩეველი მყავს, მაგრამ გადავწყვიტე საკუთარი თავი თვითონვე დავიცვა” - განუცხადა მან მოსამართლეს. კარაჯიჩის თქმით, მას სურს გაეცნოს პროკურატურის მიერ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს. კარაჯიჩის განცხადებით, იგი ჯერ არ არის მზად პასუხი გასცეს შეკითხვას, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ 1992-95 წლებში, ბოსნიის ომის დროს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და გენოციდში.
XS
SM
MD
LG