Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, დღეს განაცხადა,

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, დღეს განაცხადა,
რომ ვადა, რომლითაც ამერიკელი ჯარისკაცები ერაყში მსახურობენ, მცირდება: [ბუშის ხმა]: ”როგორც ”წარმატებული დაბრუნების” პოლიტიკის ნაწილი, ჩვენ აგრეთვე ერაყში სამხედროების მსახურების ვადებს ვამცირებთ. ხვალიდან, ერაყში მყოფი ჯარისკაცები იქ 15 თვის მაგივრად 12 თვის განმავლობაში დარჩებიან. ეს ჩვენს ძალებს სამუშაოს შეუმსუბუქებს, და ჩვენს შესანიშნავ სამხედრო ოჯახებს ცხოვრებას გაუადვილებს.” ცვლილება ძალაში 1 აგვისტოდან შევა და იმ ამერიკელ სამხედროებს შეეხება, რომლებიც ერაყში ამ დღის შემდეგ ჩავლენ. ის ძალები, რომლებიც უკვე ერაყში არიან, კვლავ 15 თვიან ვადას დაასრულებენ. ჯორჯ ბუში ამ განცხადებით დღეს ვაშინგტონში გამოვიდა. მისი თქმით, ერაყში ძალადობის სიხშირის შემცირებამ ზოგიერთ ამერიკელ ჯარისკაცს საშუალება მისცა მეტი დრო დაუთმოს ერაყელი სამხედროების წვრთნას.
XS
SM
MD
LG