Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში დაგეგმილი შეხვედრა არა უშუალოდ


გერმანიაში დაგეგმილი შეხვედრა არა უშუალოდ ქართული და აფხაზური მხარეების,

გერმანიაში დაგეგმილი შეხვედრა არა უშუალოდ ქართული და აფხაზური მხარეების,
არამედ გაეროს გენერალურ მდივანთან არსებული მეგობარი ქვეყნების ჯგუფთან მათ მოლაპარაკებებს ითვალისწინებს - განუცხადა დღეს სააგენტო ”რია-ნოვოსტის” აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა. სერგეი ბაღაფშის თქმით, დელეგაციები ჯგუფის წევრებს ცალცალკე შეხვდებიან, დღის წესრიგში კი კოდორის ხეობიდან ჯარის გაყვანის და ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერის საკითხები იქნება. დე-ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზური დელეგაციის შემადგენლობის საკითხს სოხუმი მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც საკუთარი დელეგაციის წევრებს თბილისი დაასახელებს. ბაღაფშის თქმით, აფხაზური მხარე თანახმაა ბერლინის შეხვედრა 15-დან 20 აგვისტომდე გაიმართოს.
XS
SM
MD
LG