Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დიპლომატიას


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დიპლომატიას მიიჩნევს ერთადერთ გზად

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დიპლომატიას მიიჩნევს ერთადერთ გზად
დასავლეთთან ბირთვული პროგრამის გამო დაპირისპირების მოსაგვარებლად. ამ შინარსის განცხადება აჰმადინეჟადმა დღეს გააკეთა ირანში ვიზიტად მყოფ სირიელ კოლეგასთან, ბაშარ ალ-ასადთან შეხვედრისას. აჰმადინეჟადის განცხადებით, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა, ირანი სერიოზულად ეკიდება ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებას და იმედი აქვს, რომ ასეთივეა მეორე მხარის დამოკიდებულება. დღეს ამოიწურა ვადა, რომელიც დასავლეთმა მისცა ირანს ურანის გამდიდრების პროგრამის შეჩერებისთვის მზადყოფნის გამოსათქმელად. სანაცვლოდ მას წამახალისებელ ზომებს დაჰპირდნენ. ამერიკელ ოფიციალურ პირებს გამოთქმული აქვთ გაფრთხილება, რომ აშშ მოითხოვს გაეროს დამატებით სანქციებს, თუ ირანი უარს იტყვის ზემოხსენებულ წინადადებაზე. გუშინ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ ირანი უარს არ იტყვის “ბირთვული პროგრამის უფლებაზე”.
XS
SM
MD
LG