Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მმართველ კოალიციას გადაწყვეტილი აქვს


პაკისტანში მმართველ კოალიციას გადაწყვეტილი აქვს, პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფის

პაკისტანში მმართველ კოალიციას გადაწყვეტილი აქვს, პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფის
იმპიჩმენტის პროცესი დაიწყოს. როგორც ინფორმაციის მინისტრი შერი რეხმანი იტყობინება, შესაბამისი წინადადება კოალიციის წევრმა პარტიებმა დღესვე უნდა შეათანხმონ. ის 11 აგვისტოს სხდომაზე წარედგინება პარლამენტს. თანამდებობიდან პრეზიდენტ მუშარაფის ჩამოშორების საკითხი ადრე განიხილებოდა მმართველი პაკისტანის სახალხო პარტიის ლიდერს, ასიფ ალი ზარდარისა და კოალიციაში მის პარტნიორს, პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფს შორის.
XS
SM
MD
LG