Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც რეიტერის სააგენტოს განუცხადა შეერთებული


როგორც რეიტერის სააგენტოს განუცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ,

როგორც რეიტერის სააგენტოს განუცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ,
დენიელ ფრიდმა, შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმდნენ, ერთობლივად შეუწყონ ხელი ცხინვალის რეგიონში ბრძოლის შეწყვეტას, რომელიც, ვაშინგტონის აზრით, სეპარატისტებმა წამოიწყეს. ფრიდის თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს. "შევთანხმდით ვითანამშრომლოთ სამხრეთ ოსეთში ბრძოლის შესაწყვეტად და ხელი შევუწყოთ პოლიტიკურ დიალოგს." ფრიდის ამ ინტერვიუს შემდეგ ინტერფაქსმა გაავრცელა ცნობა რუსეთის სამშვიდობო ძალებზე დაყრდნობით, რომ საქართველო და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება შეთანხმდნენ ცეცხლი შეწყვიტონ მოლაპარაკებების ჩატარებამდე. რია ნოვოსტის მოჰყავს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადება, რომ მოლაპარაკებები პარასკევს გაიმართება.

XS
SM
MD
LG