Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის განცხადებით


პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის განცხადებით, საქართველოს ახალი სამშვიდობო ძალები ესაჭიროება.

პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის განცხადებით, საქართველოს ახალი სამშვიდობო ძალები ესაჭიროება.
როგორც პრეზიდენტმა შაბათს პოლონეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, “საქართველოს გაეწევა ყველანაირი დახმარება, რაც კი შესაძლებელია”. შეკითხვას, იგულისხმება თუ არა სამხედრო დახმარებაც, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ არა აქვს საქართველოში პოლონეთის სამხედრო შენაერთების გაგზავნის გეგმა, მაგრამ “შესაძლებელია ყველანაირი სახის მხარდაჭერის გაწევა”. ლეხ კაჩინსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ პოლონელ პატრიოტებს ისევე უნდა აღელვებდეს საქართველოს ბედი, როგორც პოლონეთისა. “დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა და დავუბრუნდებით ვითარებას, რომელშიც ათწლეულების წინ ვიყავით”, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG