Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთისა და ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს


პოლონეთისა და ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს ლიდერები მიიჩნევენ,

პოლონეთისა და ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს ლიდერები მიიჩნევენ,
რომ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებით რუსეთმა წითელ ხაზს გადააბიჯა, რამაც საეჭვოდ აქცია ევროკავშირთან მისი ახალი შეთანხმების თაობაზე შემდგომი მოლაპარაკების მიზანშეწონილობა. ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტების ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ პატარა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე რეაგირება მხოლოდ ცარიელი განცხადებებით არ შეიძლება. ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა და ნატომ ინიციატივა უნდა გამოიჩინონ და წინ აღუდგნენ აღმოსავლეთ ევროპაში იმპერიული და რევიზიონისტული პოლიტიკის გავრცელებას
XS
SM
MD
LG