Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდასხმა გრძელდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდასხმა გრძელდება
მას შემდეგაც, რაც საქართველომ ოფიციალურად შეატყობინა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის ზონიდან ჯარების გამოყვანის შესახებ. ჯარების გამოყვანა გაერომაც დაადასტურა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული ავიაციის ათეულობით თვითმფრინავი დაფრინავს და სხვადასხვა ადგილის დაბომბვას ახორციელებს. “ინტენსიურად იბომბება თბილისი, ფოთი, სოფლები აჭარაში და ყველა სხვა რაიონებში. გასულ ღამეს ორმოცდაათამდე თვითმფრინავი მოძრაობდა საქართველოს ცაზე ერთდროულად და თავს ესხმოდა მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქებსა და სოფლებში, ასევე დაიბომბა რადიო და სატელეკონუმიკაციო წერტილები”, – ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს მთავრობა ითხოვს დაუყოვნებლივ საერთაშორისო ინტერვენციას, რათა შეჩერდეს რუსეთის თავდასხმები.
XS
SM
MD
LG