Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიამ 1 მილიონი ევრო გამოყო


ევროკომისიამ 1 მილიონი ევრო გამოყო საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მსხვერპლი

ევროკომისიამ 1 მილიონი ევრო გამოყო საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მსხვერპლი
მშვიდობიანი მოსახლეობის გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარებისათვის. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების ოფისის ექსპერტები რეგიონში იმყოფებიან და ყურადღებით ადევნებენ თვალყურს მოვლენათა განვითარებას. ევროკომისარმა განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში ლუი მიშელმა ევროკომისიამ “უკიდურესი შეშფოთება” გამოთქვა ძალის გამოყენებისა და ადამიანების დაღუპვის გამო.
დახმარება მოიცავს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, წყალს და პირველადი მოხმარების საგნებს, საკვებს, სხვადასხვა ნივთებს – საბნებს, ტანსაცმელსა და გადაუდებელ თავშესაფარს (კარვებს).
XS
SM
MD
LG