Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსის


აშშ-ის თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსის განცხადებით, თუ რუსეთი არ შეცვლის “აგრესიულ ქცევას” საქართველოში,

აშშ-ის თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსის განცხადებით, თუ რუსეთი არ შეცვლის “აგრესიულ ქცევას” საქართველოში,
ეს უარყოფით გავლენას მოახდენს აშშ-რუსეთის ურთიერთობაზე წლების მანძილზე. პენტაგონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გეიტსმა განაცხადა, რომ პენტაგონს მოუწევს, გადასინჯოს რუსეთთან მთელი ურთიერთობები. [გეიტსის ხმა] “რუსეთის მოქმედება ბოლო კვირის მანძილზე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკა-რუსეთის დიალოგის მთელს საფუძვლებს და მძიმე შედეგები მოაქვს უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ურთიერთობის წინსვლისთვის როგორც ორმხრივი, ისე ნატოში ურთიერთობისთვის. თუ რუსეთი არ შეცვლის თავის აგრესიულ ქცევას საქართველოში, ეს უარყოფით შედეგებს მოუტანს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს მომავალ წლებში”. რობერტ გეიტსმა დასძინა, რომ ვაშინგტონს არ სურს ახალი ცივი ომის დაწყება. გეიტსის თქმით, საქართველოში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენლები არიან და არ არის გათვალისწინებული კონფლიქტში ამერიკული სამხედრო ძალის გამოყენება.
XS
SM
MD
LG