Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ


გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებული ჰუმანიტარული სიტუაცია

გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებული ჰუმანიტარული სიტუაცია
და სამოქალაქო მოსახლეობის მდგომარეობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ბან კი მუნის სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, რეგიონში გრძელდება ძალადობა, რომლის მთავარი მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობაა. გაეროს გენერალურმა მდივანმა სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და უკანონობის შეწყვეტა მოითხოვა. ბან კი მუნმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციები ვერ ახერხებენ მოსახლეობის დახმარებას ცხინვალის რეგიონსა და გორის რაიონებში. შექმნილი ვითარების გამო, გაეროს გენერალური მდივანი თბილისსა და მოსკოვში ლტოლვილთა საქმეების უმაღლეს კომისარს აგზავნის.
XS
SM
MD
LG