Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე


პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება უნდა მოემზადოს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება უნდა მოემზადოს
რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად და აღნიშნა, რომ თანახმაა ეს საგამოძიებო პროცესი საპარლამენტო ფორმატში წარიმართოს. ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ახლა დემოკრატიული განვითარების ფონდის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, მოუწოდა ხელისუფლებას ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა კითხვას, რომელიც აგვისტოს მოვლენებმა საზოგადოებაში გააჩინა. მისი თქმით, ამ საკითხზე ხელისუფლების შემდგომი ”ადეკვატური” მოქმედება განსაზღვრავს, თუ რა დოზით დადგება მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი. მან ასევე მოუწოდა საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ, თუმცა განაცხადა, რომ ამ კომისიის ფორმატი შესათანხმებელია.
XS
SM
MD
LG