Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო


ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა

ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა
ალექსანდერ სტუბმა და ევროსაბჭოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილტმა დღეს ბრიუსელში შეხვედრა გამართეს, რომელსაც სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ტერი დევისიც ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ეუთოსა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები გამოვიდნენ მოწოდებით, მკაცრად იყოს დაცული ექვსპუნქტიანი საზავო შეთანხმება საქართველოსა და რუსეთს შორის. სტუბის და ბილტის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია რუსეთის ჯარი დაუბრუნდეს 7 აგვისტომდელ პოზიციებს. სტუბი და ბილტი შეთანხმდნენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შეფასება ომის შედეგად დაზარალებულ ადგილებში - მათ შორის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ევროსაბჭოსა და ეუთოს წარმომადგენლები როგორც რუსეთს, ისე საქართველოს ახსენებენ, რომ ამ ორგანიზაციებთან კავშირი მათ ავალდებულებს, ადამიანის უფლებები ნებისმიერ ვითარებაში დაიცვან.
XS
SM
MD
LG