Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს სააქციო ბირჟებზე მნიშვნელოვანი ვარდნა


მსოფლიოს სააქციო ბირჟებზე მნიშვნელოვანი ვარდნა აღირიცხა,

მსოფლიოს სააქციო ბირჟებზე მნიშვნელოვანი ვარდნა აღირიცხა,
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო ბანკის გაკოტრების შედეგად. მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებული კრიზისის შედეგად ბანკმა ”ლიმან ბრაზერსმა” მილიარდობით დოლარი დაკარგა, მან თავი ბანკროტად გამოაცხადა. ბაზრებზე აგრეთვე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სხვა მოვლენებმაც - კერძოდ, ბანკ ”მერილ ლინჩის” მეპატრონის შეცვლამ, და მსხვილი სადაზღვევო კომპანიის, AIG-ის მიერ სასწრაფოდ სესხის აღების მოთხოვნამ. ვარდნა როგორც შეერთებული შტატების, ისე ევროპისა და აზიის ბაზრებზე აღირიცხა. თუმცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატების ბაზრები ამ ცვლილებასთან გამკლავებას გრძელვადიან პერსპექტივაში შესძლებენ.
XS
SM
MD
LG