Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსი


ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.
იაპ დე ჰოოპ სხეფერის თქმით, ნატო ასევე ელის, რომ საქართველო დემოკრატიისა და რეფორმების ერთგული იქნება და ახალ კონფლიქტებს აღარ დაუშვებს. ალიანსის გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის განხეთქილების მიზეზად შესაძლოა, კიდევ გარკვეული დროით დარჩეს, რამაც მოსკოვთან საერთო ინტერესების სფეროში თანამშრომლობა არ უნდა გამორიცხოს. ამ მხრივ, უმთავრეს სფეროდ იაპ დე ჰოოპ სხეფერმა ავღანეთი დაასახელა. გენერალური მდივანი არ ელის, რომ ნატო-რუსეთის საბჭო მუშაობას უახლოეს ხანში განაახლებს. ეს განცხადებები სხეფერმა გააკეთა ლონდონში, სადაც გაიმართა ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა.
XS
SM
MD
LG