Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვს მიაჩნია, რომ გაეროს უშიშროების


მოსკოვს მიაჩნია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს არაოფიციალური სხდომა ჟენევაში უნდა გაიმართოს,

მოსკოვს მიაჩნია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს არაოფიციალური სხდომა ჟენევაში უნდა გაიმართოს,
რადგან აშშ სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება. "რადგან აშშ-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ასეთი არაკონსტრუქციული პოზიცია აქვს, არაოფიციალური სხდომა, შესაძლოა, ჟენევაში გაიმართოს", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ იაკოვენკომ "როსიისკაია გაზეტასთვის" მიცემულ ინტერვიუში. მან აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომები წარსულშიც არაერთხელ გამართულა ნიუ-იორკის შტაბ-ბინის გარეთ. "როგორც ჩანს, დროა, ეს პრაქტიკა აღვადგინოთ", - განაცხადა იაკოვენკომ. მოსკოვი გაეროს უშიშროების საბჭოზე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებათა წარმომადგენლების მიწვევას მოითხოვს, თუმცა, შეერთებული შტატები წინადადებას მხარს არ უჭერს და უარს აცხადებს დე ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე.
XS
SM
MD
LG