Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია -


ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია - მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია - მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი
- აცხადებს, რომ ინგუშეთში ”სახელმწიფოს მიერ წარმოებულმა ტერორმა” შესაძლოა ქვეყანაში სამოქალაქო ომი გამოიწვიოს. ორგანიზაციის განცხადებით, თუ კანონის უზენაესობა არ აღდგება, შესაძლოა არეულობა დაიწყოს. მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ლუდმილა ალექსეევამ თქვა, რომ ჩრდილო კავკასიის ამ რესპუბლიკაში ადამიანების გატაცებას, მკვლელობას და წამებას რეგულარული ხასიათი აქვს. ალექსეევა ახლახანს დაბრუნდა ინგუშეთიდან, სადაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით, მთავრობის ქმედებები ”ტერორიზმთან ბრძოლის არგუმენტით ვერასოდეს გამართლდება.”
XS
SM
MD
LG