Accessibility links

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შრიოდერმა


გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შრიოდერმა ნატო გააფრთხილა,

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შრიოდერმა ნატო გააფრთხილა,
რომ ალიანსში საქართველოს მიღებას შესაძლოა რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვეს. შრიოდერმა - რომელიც რუსეთის პრემიერ მინისტრის, ვლადიმირ პუტინის პირადი მეგობარია - განაცხადა, რომ შოკირებულია ცალმხრივი მიდგომით, რომელიც დასავლეთის ქვეყნებმა გამოავლინეს რუსეთის მიმართ საქართველოსთან კონფლიქტის გამო. ბერლინში, ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას, შრიოდერმა თქვა: ”ვინც საქართველოს ნატოში შეიყვანს, უნდა იცოდეს, რომ მისი ახლანდელი ხელისუფლების - რომლის ნაბიჯების განსაზღვრა, რბილად რომ ვთქვა, წინასწარ შეუძლებელია - და აგრეთვე შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი რუსეთის გარშემორტყმის პოლიტიკის გამო, ნატო შესაძლოა კონფლიქტში ჩათრეული აღმოჩნდეს.”
XS
SM
MD
LG