Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ, ალექსანდერ სტუბმა


ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ, ალექსანდერ სტუბმა გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას განაცხადა,

ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ, ალექსანდერ სტუბმა გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას განაცხადა,
რომ ეუთო განახლებული ენერგიით იწყებს კონფლიქტის მოგვარებასა და კრიზისის მენეჯმენტზე მუშაობას. სტუბის განმარტებით, ბოლო მოვლენებმა საქართველოში აჩვენა ეუთოსა და გაეროს თანამშრომლობის დიდი მნიშვნელობა. სტუბის თქმით, ეუთომ მოკლე დროში გადაწყვიტა საქართველოში დამატებით 20 სამხედრო მეთვალყურის გაგზავნა და იმედოვნებს, რომ მალე მიაღწევენ შეთანხმებას დამატებით 80 მეთვალყურის გაგზავნის თაობაზე. გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე გამოსვლისას, სტუბმა გამოთქვა რწმენა, რომ გაყინული კონფლიქტები არ არსებობს და დროა ეს ცნება ამოღებულ იქნეს პოლიტიკური ლექსიკონიდან და სწრაფი ზომები იქნეს მიღებული რეგიონში კონფლიქტების მოსაგვარებლად.
XS
SM
MD
LG