გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა უშიშროების საბჭოს მიმართა საგანგებო მოხსენებით
საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთის შესახებ. გენერალური მდივნის ინიციატივით, გაეროს მეთვალყურეთა მისიის მუშაობა რეგიონში 2009 წლის 15 თებერვლამდე უნდა გახანგრძლივდეს. აქვე აღნიშულია, რომ ეს იქნება მანდატის მოქმედების ტექნიკური გახანგრძლივება, რის პარალელურადაც უნდა გადაიხედოს გაეროს მისიის რეგიონში დარჩენის შესაძლო ვარიანტები. ბან კი მუნის აზრით, ვითარება, რომლის ფონზეც გაეროს მისია აფხაზეთში 14 წლის მანძილზე მუშაობდა, აგვისტოს მოვლენების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა.