Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვროპისა და აზიის საფინანსო ბაზრებზე


ვროპისა და აზიის საფინანსო ბაზრებზე დღესაც მკვეთრი ვარდნა აღინიშნა.

ვროპისა და აზიის საფინანსო ბაზრებზე დღესაც მკვეთრი ვარდნა აღინიშნა.
იზრდება გლობალური ფინანსური კრიზისის შიში. იაპონიაში აქციების კურსი თითქმის ათი პროცენტით დაეცა, ეს ერთ დღეში განცდილი ყველაზე დიდი დანაკარგია ორი ათეული წლის მანძილზე. ევროპის ბაზრები 5 პროცენტით დაეცა, რუსეთის საფინანსო ბირჟები კი ჯერაც დახურულია. ვითარების გაუარესება მოხდა მას მერე, რაც ხუთშაბათს შეერთებული შტატების ბირჟებმა ყველაზე მძიმე დანაკარგები განიცადა უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე. დღეს დიდი შვიდიანის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები საგანგებო მოლაპარაკებებს მართავენ კრიზისისგან თავის დაღწევის გზების თაობაზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სიტყვით გამოვიდა და მოუწოდა ამერიკელებს, რომ რწმენა არ დაკარგონ. მისი თქმით, ამერიკის ხელისუფლებამ იცის, რაშია საქმე და საჭირო ზომებს იღებს ვითარების გამოსასწორებლად.
XS
SM
MD
LG