Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზრთა სხვადასხვაობის გამო, ევროკავშირის საგარეო


აზრთა სხვადასხვაობის გამო, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში

აზრთა სხვადასხვაობის გამო, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში
ერთსულოვნებას ვერ მიაღწიეს და გადადეს გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, უნდა განახლდეს თუ არა რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე მოლაპარაკება. ევროკავშირმა ეს მოლაპარაკება შეაჩერა საქართველოში სამხედრო ინტერვენციის გამო. აზრთა სხვადასხვაობა იმაში მდგომარეობდა, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი ემხრობოდა პარტნიორობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების განახლებას, რახან რუსეთმა უკან დახია ჯარები ე.წ.ი “ბუფერული ზონებიდან”. მაგრამ ამის წინააღმდეგი იყო შეხვედრის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილტი: [ბილტის ხმა]: “მათ ნაწილობრივ გაიყვანეს ჯარები - პირველ რიგში ბუფერული ზონებიდან, მაგრამ არის ადგილები, რომლებიც ახლა ოკუპირებული აქვთ და რომლებშიც 7 აგვისტომდე არ იყვნენ”.
იმის შესახებ, მიზანშეწონილია თუ არა რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე მოლაპარაკების განახლება, იმსჯელებენ ევროკავშირის სამიტზე, რომელიც 15 ოქტომბერს, ბრიუსელში იწყება.
XS
SM
MD
LG