Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის და აშშ-ის ლიდერები ამ


ევროკავშირის და აშშ-ის ლიდერები ამ შაბათ-კვირას

ევროკავშირის და აშშ-ის ლიდერები ამ შაბათ-კვირას
საფინანსო კრიზისის შესახებ გლობალური სამიტის მომზადების გარშემო იმსჯელებენ. ეს დღეს გამოცხადდა ბრიუსელში, დასკვნით პრესკონეფერენციაზე, რომელიც ორდღიან მოლაპარაკებას მოაჰყვა. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა ფართოდ უჭერს მხარს საბანკო სისტემისთვის დახმარების ევროკავშირისეულ გეგმას. ევროკავშირის ლიდერები მიემხრნენ აგრეთვე კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიზნებისა და ვადების გეგმას, მიუხედავად ზოგიერთი ქვეყნის უარისა, რომ ეს გეგმა ძალიან ძვირი დაჯდება. თავდაპირველად ამ სამიტის თემა კლიმატის ცვლილება იყო.
XS
SM
MD
LG