Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი


საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი

საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეხვდა. მისიის მიერ გამოქვეყნებული პრეს-რელიზის თანახმად, ჰაბერმა კმაყოფილება გამოხატა მეთვალყურეების მისიასა და სამინისტროს შორის თანამშრომლობის გამო. ჰაბერმა განმარტა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, მონიტორინგის მისიის ყურადღება იქ ვითარების სტაბილიზაციისკენ არის მიპყრობილი. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს საკითხად პრეს-რელიზში აუფეთქებელი ნაღმებისა და ჭურვების პრობლემაა მოხსენიებული. ამასთანავე, ჰანსიორგ ჰაბერმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ დევნილები შეიძლება წახალისებული იყვნენ, ზედმეტად სწრაფად დაბრუნდნენ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ჯერ არ განნაღმულა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამრიგად, მოსახლეობა შეიძლება სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა შინაგან საქმეთა მინისტრს შესთავაზა დახმარება აუფეთქებელი ნაღმებისა და ჭურვების საფრთხის შესახებ მოსახლეობის გათვითცნობიერების საქმეში.
XS
SM
MD
LG