Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით,

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით,
პირველი ნაბიჯი, რომელიც უცხოეთის ქვეყნებმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ უნდა გადადგან, საქართველოსთვის თავდასხმითი იარაღის მიწოდებაზე უარის თქმა არის. ლავროვის ეს სიტყვები ”ინტერფაქსის” სააგენტოს მოჰყავს. ეს განცხადება სერგეი ლავროვმა თავის ნიკარაგუელ კოლეგასთან სამუელ სანტოს ლოპესთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ნიკარაგუა ერთადერთი სახელმწიფოა რუსეთის გარდა, რომელმაც საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა.
XS
SM
MD
LG