Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დღეს ორი არჩევნები ჩატარდა.


საქართველოში დღეს ორი არჩევნები ჩატარდა. თბილისის დიდუბისა და ვაკის ოლქებში მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევდნენ,

საქართველოში დღეს ორი არჩევნები ჩატარდა. თბილისის დიდუბისა და ვაკის ოლქებში მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევდნენ,
ხოლო აჭარის ავტონომიაში - ადგილობრივ პარლამენტს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ვაკისა და დიდუბის ოლქებში საკუთარი პოზიცია რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მხოლოდ 14-მა პროცენტმა გამოხატა. რაც შეეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს, ადგილობრივი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, შუადღისთვის ამომრჩეველთა აქტიურობამ 35 პროცენტს გადააჭარბა. პარლამენტის საშუალედო არჩევნებში 4 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში კი - 6. კენჭისყრის პროცესს მეთვალყურეობას უწევს 8 ადგილობრივი და 12 უცხოური სადამკვირვებლო მისია. დღევანდელ არჩევნებს "დემოკრატიის გამოცდა" უწოდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.
XS
SM
MD
LG