Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობა


საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობა,

საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობა,
რომ საჩხერის რაიონის სოფელ პერევის მოსახლეობა ეთნოწმენდის საფრთხის წინაშეა. სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განცხადებით, თბილისი კვლავ მოითხოვს, რომ რუსეთმა შეთანხმება შეასრულოს და საკუთარი სამხედროები 7 აგვისტოს პოზიციებზე დააბრუნოს. ორი დე-ფაქტო რესპუბლიკისა და სოფელ პერევის გარდა, ამჟამად რუსული სამხედრო ნაწილები ახალგორის რაიონსა და კოდორის ხეობაში იმყოფებიან. საერთაშორისო შეთანხმების დარღვევაში რუსეთი დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადანაშაულა. დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ მოსკოვის ამგვარი მოქმედებისადმი ევროკავშირს პრინციპული პოზიცია უნდა ჰქონდეს.
XS
SM
MD
LG