Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აგვისტოს


რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აგვისტოს ომზე გაცილებით უარესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აგვისტოს ომზე გაცილებით უარესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს
საქართველოს სამხედრო პოტენციალის ზრდას. ამ შინაარსის განცხადება თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა დღეს თურქეთში ვიზიტის დროს გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი შეშფოთებულია "საქართველოს ხელისუფლების მიერ სამხედრო პოტენციალის ზრდა და ქვეყნების ნატოში შეთრევა. ამ საქმიანობას შეუძლია იმაზე გაცილებით სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს, ვიდრე ამა წლის აგვისტოს მოვლენები იყო,”- იუწყებიან საინფორმაციო სააგენტოები სერდიუკოვის სიტყვებზე დაყრდნობით. რადიო "თავისუფლების" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სერდიუკოვის ეს განცხადება წაიკითხეს და დაგმეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ვალენსიაში.
XS
SM
MD
LG