Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის რაიონის სკოლების დირექტორები და


გალის რაიონის სკოლების დირექტორები და მასწავლებლები დღეს გალის აფხაზურ ადმინისტრაციაში დაიბარეს

გალის რაიონის სკოლების დირექტორები და მასწავლებლები დღეს გალის აფხაზურ ადმინისტრაციაში დაიბარეს
და მოსკოვიდან გამოგზავნილი რუსულენოვანი სახელმძღვანელოები გადასცეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იუწყება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრ ალექსანდრ აპლაკოვის განცხადებაზე დაყრდნობით. "ეს არის ყველა კლასისა და საგნის სახელმძღვანელო. ეს სახელმძღვანელოები იმ პროგრამით არის შედგენილი, რომლითაც რუსეთის ფედერაციაში მიმდინარეობს სწავლება. ამისთვის კი მზად არც პედაგოგები არიან და არც - მოსწავლეები", - აღნიშნა აპლაკოვმა.
XS
SM
MD
LG