Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ომის საგამოძიებო მისიის ხელმძღვანელი


აგვისტოს ომის საგამოძიებო მისიის ხელმძღვანელი ჰაიდი ტალიავინი დღეს მოსოკოვში შეხვდა

აგვისტოს ომის საგამოძიებო მისიის ხელმძღვანელი ჰაიდი ტალიავინი დღეს მოსოკოვში შეხვდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, მხარეებმა მიუთითეს ობიექტური პოზიციის გამომუშავების მნიშვნელობაზე "მომხდარის მიზეზებთან და მოვლენების ზუსტ თანამიმდევრობასთან დაკავშირებით, დაწყებული 90-იანი წლებიდან”. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სეპარატისტული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიზნით საჭირო ზომების მიღების აუცილებლობა.2 დეკემბერს ევროკავშირმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი საქართველო-რუსეთს შორის აგვისტოს ომის მიზეზების გამოძიების მიზნით ”შემსწავლელი მისიის” შექმნას, რომელსაც სათავეში ჩაუდგა შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი. მისია, რომლის ბიუჯეტი 1.6 მლნ ევრო იქნება, 2009 წლის ივლისის ბოლოსთვის წარუდგენს ევროკავშირს, ეუთოს, საქართველოსა და რუსეთს გამოძიების შედეგებს.
XS
SM
MD
LG