Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორ ჯონ კერისთან


სენატორ ჯონ კერისთან

სენატორ ჯონ კერისთან
ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და ქვეყნისა თუ მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხების შესახებ ისაუბრეს.
დახურული შეხვედრის შემდეგ “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციონერებმა ამერიკელ სენატორს ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
“ვუთხრით სენატორს, რომ საქართველოს ხელისუფლების ბევრმა არსწორმა გადაწყვეტილებამ, რაც დემოკრტიის ნაკლებობით იყო გამოწვეული, საფრთხის ქვეშ დააყენა, როგორც ქვეყნისა და მოქალაქეთა, ასევე, აშშ-ს ინტერესები რეგიონში. ამიტომ ვთხოვეთ ჯონ კერის, რათა აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ სერიოზიულად გადახედოს საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკას, უფრო მეტად იზრუნოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე, ნაკლები - კონკრეტული პიროვნებების ხელშეწყობასა თუ კონკრეტულ პერსონალიზაციაზე”,_განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სენატორთან შეხვედრისას საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებაც იყო საუბარი.
“ჩვენ ვისაუბრეთ 2009 წლის განმავლობაში ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე. მე ვერ ვიტყვი, რომ ბატონმა კერიმ რაიმე აზრი გამოთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიდნიდან ეს დიპლომატიის ეტიკეტში არ ჯდება. თუმცა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კარგად გაიგო ის არგუმენტები და მოთხოვნები რასაც ეფუძნება ჩვენი მოთხოვნები”,_ აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
XS
SM
MD
LG