Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში თავის კოლეგა ჯალალ თალაბანისთან


ბაღდადში თავის კოლეგა ჯალალ თალაბანისთან

ბაღდადში თავის კოლეგა ჯალალ თალაბანისთან
შეხვედრისას ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ ერაყში აშშ-ის შეჭრა არ იყო ადვილი ნაბიჯი, მაგრამ საჭირო იყო აშშ-ის უსაფრთხოების, ერაყის იმედისა და მსოფლიო მშვიდობისთვის. თალაბანიმ ბუშს უწოდა ერაყელი ხალხის დიდი მეგობარი.
ბუშმა და პრემიერ-მინისტრმა ალ მალიკიმ ხელი მოაწერეს უშიშროების შესახებ გარიგებას, რომლის თანახმად, აშშ-ის ჯარი იქ უნდა დარჩეს 2011 წლის ბოლომდე. ეს ბუშის მეოთხე ვიზიტია ომის ზონაში როგორც პრეზიდენტისა და ბოლო, ბარაკ ობამასთვის პრეზიდენტის სავარძლის დათმობამდე.
XS
SM
MD
LG