Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასზე ვერ მოხერხდა შეთანხმება დოკუმენტის


მასზე ვერ მოხერხდა შეთანხმება დოკუმენტის

მასზე ვერ მოხერხდა შეთანხმება დოკუმენტის
ტექსტზე, რომელიც ეხება კონფლიქტურ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ლტოლვილთა პრობლემებს, თუმცა მთელ რიგ საკითხებში წარმატება იქნა მიღწეული. ჟენევის მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს ეგიდით მიმდინარეობს. შეხვედრის ორგანიზატორებმა იმედი გამოთქვეს, რომ შემდეგ შეხვედრამდე მოხერხდება აზრთა სხვადასხვაობის დაძლევა.
პრესკონფერენციაზე, ჟენევაში, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პივრე მორელმა განაცხადა, (მორელის ხმა) "უთანხმოებას მხოლოდ რამდენიმე საკითხიღა იწვევს. მიუხედავად ბოლო წუთს გამართული დამატებითი მოლაპარაკებისა, დღეს შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ამ მიმართულებით მუშაობას შემდეგ შეხვედრაზე გავაგრძელებთ."


როგორც ეუთოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გუშინ და დღეს მოლაპარაკებები ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობდა. ერთის ყურადღების ცენტრში იყო რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა; მეორეში კი ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვილების საკითხი განიხილებოდა. მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, დაჩქარდეს აუცილებელ ღონისძიებათა განსაზღვრის პროცესი და დახმარების მიწოდება, სანამ ზამთრის ყინვები დაიწყებოდეს. შემდეგი რაუნდი მომავალი წლის 17-18 თებერვალს გაიმართება. გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარგზავნილმა იოჰან ვერბეკე: (ვერბეკე): "დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მოვილაპარაკეთ არა მხოლოდ მექანიზმის პრინციპზე, არამედ იმაზეც, რომ ეს ის ჩარჩოა, რომლის ფარგლებშიც გავაგრძელებთ მუშაობას."
XS
SM
MD
LG