Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პროკურატურამ მომავალი წლის აპრილამდე


რუსეთის პროკურატურამ მომავალი წლის აპრილამდე გააგრძელა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ

რუსეთის პროკურატურამ მომავალი წლის აპრილამდე გააგრძელა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ
"საქართველოს აგრესიის საქმის გამოძიების" ვადა. საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის ალექსანდრ ბასტრიკინის განცხადებით, გამოძიების დასრულების შემდეგ, შესაძლოა, შეიქმნას ჰააგის ტრიბუნალის მსგავსი ორგანო, რომელიც აგვისტოს აგრესიის გამო დამნაშავეებს გაასამართლებს. დღესვე ბასტრიკინმა არ გამორიცხა, რომ საქმეს შესაძლოა დაემატოს კიდევ ოთხი მუხლი, მათ შორის დაქირავებული მოხალისეების გამოყენება. რუსეთის პროკურატურა ირწმუნება, რომ აგვისტოს საომარი მოქმედებებისას საქართველომ დაქირავებული ამერიკელი, ჩეხი, თურქი და უკრაინელი მებრძოლები გამოიყენა. მოსკოვის მიერ დასახელებულმა ამ ქვეყნებმა რუსეთის ბრალდება არაერთხელ უარყვეს.
XS
SM
MD
LG