Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის არმიის სამხედრო შვეულმფრენებმა ხაიბერის


პაკისტანის არმიის სამხედრო შვეულმფრენებმა ხაიბერის უღელტეხილის მიდამოებში იერიში მიიტანეს

პაკისტანის არმიის სამხედრო შვეულმფრენებმა ხაიბერის უღელტეხილის მიდამოებში იერიში მიიტანეს
თალიბების პოზიციებზე. საჰაერო დარტყმას მოჰყვა სახმელეთო ოპერაცია, რომელშიც ტანკები და ქვეითი ჯარი მონაწილეობდნენ. ხაიბერის უღელტეხილით, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქებს ფეშავარსა და ტორჰამს, ხორციელდება მეზობელ ავღანეთში მოქმედი საერთაშორისო ძალების მომარაგება. ბოლო ხანს ამ ტრასაზე თალიბებმა რამდენიმე ასეული სატვირთო მანქანა დაწვეს და რამდენიმე მძღოლი მოკლეს.
XS
SM
MD
LG