Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული


საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერის ცერემონია რამდენიმე დღეში გაიმართება.

საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერის ცერემონია რამდენიმე დღეში გაიმართება.
საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერის ცერემონია რამდენიმე დღეში გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბული ვითარების გამო შეიცვალა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის სამუშაო გრაფიკი და პარტნიორობის ქარტიას, ნაცვლად 4 იანვრისა, სავარაუდოდ, 9 იანვარს გააფორმებენ. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელს მოაწერს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. დოკუმენტი ითვალისწინებს ორ სახელმწიფოს შორის პატრნიორობის გაღრმავებასა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.
XS
SM
MD
LG