Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზდენტმა ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზდენტმა ჯორჯ ბუშმა გასულ წელს ისრაელს უარი უთხრა

შეერთებული შტატების პრეზდენტმა ჯორჯ ბუშმა გასულ წელს ისრაელს უარი უთხრა
ირანის ბირთვული კომპლექსის დასაბომბად ამერიკული ბომბების გამოყენებაზე. როგორც გაზეთი ნიუ იორკ ტაიმსი იტყობინება შეერთებული შტატების ხელისუფლებისა და უცხოელ ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით, გასულ წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა შეერთებულ შტატებს მიმართა თხოვნით, მისთვის მიეცა ბუნკერების ასაფეთქებელი ბომბები და სთხოვა ნებართვა, ერაყის საჰაერო სივრცის გავლით მიეტანა იერიში ირანის ნათანზის ბირთვულ კომპლექსზე. მაგრამ შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსის ხელმძღვანელობით დაარწმუნეს ბუში, რომ ირანზე ნებისმიერი ასეთი თადასხმა არაეფექტიანი იქნებოდა.
XS
SM
MD
LG