Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, გაიმართოს


რუსეთის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, გაიმართოს სამიტი იმ ქვეყნების მონაწილეობით, რომელთაც გაზის ამჟამინდელი კრიზისი შეეხო.

რუსეთის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, გაიმართოს სამიტი იმ ქვეყნების მონაწილეობით, რომელთაც გაზის ამჟამინდელი კრიზისი შეეხო.
ამ ინიციატივით დმიტრი მედვედევი გამოვიდა ბულგარეთის, მოლდავეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის დროს. მისი ინიციატივა ითვალისწინებს სამიტის შაბათს გამართვას. კრემლის პრეს-მდივნის განცხადებით, სამიტზე უკრაინასაც მიიწვევენ. მედვედევის ამ განცხადებამდე, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ევროკავშირს მოუწოდა, მეტი ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე ევროპაში ტრანზიტის აღსადგენად. დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ გააფრთხილა როგორც რუსეთი, ისე უკრაინა, რომ მათი, როგორც სანდო ბიზნეს-პარტნიორების რეპუტაცია ზიანდება. იქვე ბაროზუ სამართლებრივი შედეგებით დაიმუქრა, თუ დაუყოვნებლივ არ აღდგება უკრანის ტერიტორიაზე გავლით რუსეთის გაზის ექსპორტი.
XS
SM
MD
LG