Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ჰამასმა გამოაცხადა, რომ დაუყოვნებლივ


დღეს ჰამასმა გამოაცხადა, რომ დაუყოვნებლივ წყვეტს ცეცხლს ღაზის სექტორში.

დღეს ჰამასმა გამოაცხადა, რომ დაუყოვნებლივ წყვეტს ცეცხლს ღაზის სექტორში.
მანამდე კი ისრაელმა გამოაცხადა, რომ ცალმხრივი წესით დაიცავს ზავს. ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენელმა აიმან ტაჰამ თქვა, რომ ზავი ერთ კვირას გასტანს და მისი გაგრძელება დამოკიდებული იქნება ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების გაყვანაზე. ჰამასმა ასევე მოითხოვა ისრაელისგან, რომ გახსნას სასაზღვრო გამშვები პუნქტები, რათა მოსახლეობის მომარაგების უზრუნველყოფა გახდეს შესაძლებელი. როგორც იტყობინებიან, ისრაელმა ღაზიდან ჯარების გაყვანა დაიწყო. ისრაელის ანონიმი სამხედრო წყაროების თანახმად, უკვე დაწყებულია ჯარების ეტაპობრივი გასვლა. დღემდე ისრაელის 22-დღიანი სამხედრო კამპანიის შედეგად ღაზის სექტორში დაახლოებით 1200 პალესტინელი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG