Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ორგანიზაცია “Human Rights Watch”-მა


საერთაშორისო ორგანიზაცია “Human Rights Watch”-მა აგვისტოს ომის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

საერთაშორისო ორგანიზაცია “Human Rights Watch”-მა აგვისტოს ომის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
ორასგვერდიანი მოხსენება ეფუძნება 460-ზე მეტი ადამიანისგან მიღებულ ინფორმაციას, რომელსაც ორგანიზაციის თანამშრომლები რამდენიმე თვის განმავლობაში აგროვებდნენ. “Human Rights Watch”-ის შეფასებით, სამხედრო კონფლიქტისას ჰუმანიტარული სამართლის პრინციპები დაარღვიეს როგორც რუსულმა და ოსურმა, ასევე ქართულმა ძალებმა. საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით, სამხედრო ძალა განურჩევლად და გადაჭარბებულად გამოიყენეს როგორც რუსეთმა, ასევე საქართველომ. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ოსური შეიარაღებული ფორმირებები ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებს განზრახ და სისტემატურად ანადგურებდნენ, რუსეთმა კი - არ უზრუნველყო მოსახლეობის უსაფრთხოება საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამადაც რუსეთის სამხედროები აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG