Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ცნობილი გახდა რუსეთის მართლმადიდებელი


დღეს ცნობილი გახდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობის კანდიდატთა ვინაობა.

დღეს ცნობილი გახდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობის კანდიდატთა ვინაობა.
მოსკოვში, მაცხოვრის სამონასტრო კომპლექსში ხმის მიცემის ცერემონიის შემდეგ დასახელდა პატრიარქობის სამი კანდიდატი. მათ შორის სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტმა კირილმა მოოპოვა ყველაზე მეტი, 97 ხმა. ის დროებით ხელმძღვანელობს ეკლესიას მას შემდეგ, რაც შარშან 5 დეკემბერს გარდაიცვალა პატრიარქი ალექსი მეორე. პატრიარქობის დანარჩენ ორ კანდიდატად დაასახელეს კალუგისა და ბოროვსკის მიტროპოლიტი კლიმენტი და მინსკისა და სლუცკის მიტროპოლიტი ფილარეტი. რუსეთის ახალ პატრიარქს აირჩევენ თავყრილობაზე, რომელიც სამშაბათს იწყება.
XS
SM
MD
LG