Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ომის გამო მოსკოვთან შეწყვეტილი


აგვისტოს ომის გამო მოსკოვთან შეწყვეტილი დიალოგი ნატომ რუსეთთან დღეს არაფორმალურ დონეზე განაახლა.

აგვისტოს ომის გამო მოსკოვთან შეწყვეტილი დიალოგი ნატომ რუსეთთან დღეს არაფორმალურ დონეზე განაახლა.
დახურულ შეხვედრაში, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, ალიანსის სახელმწიფოთა ელჩები და ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი მონაწილეობდნენ. დიმიტრი როგოზინის განცხადებით, ალიანსთან ურთიერთობისას რუსეთი ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებაზე საუბარს არ აპირებს. ამ თემას როგოზინმა უწოდა წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთას რუსეთი არავის ურჩევს. ამავე თემაზე ამერიკულ ტელეარხთან, ბლუმბერგთან საუბრისას, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ნატოს შემდგომი გაფართოების საკითხისადმი პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში არსებულ დადებით ნიშნებს მიესალმება.
XS
SM
MD
LG